საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 6 აგვისტოს დასრულდება
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 6 აგვისტოს დასრულდება

საქართველოს  მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არანაკლებ 75 დღისა, საშუალება აქვთ სწავლა საქართველოში გააგრძელონ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, მათ მხოლოდ ერთი გამოცდა უნდა ჩააბარონ, რომელსაც ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს.

„გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 15 ივლისს დაიწყო და 6 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. მსურველებმა განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: [email protected]. გამოცდის თარიღისა და პროცედურების თაობაზე დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.

გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. შესავსები განცხადების ფორმა და ტესტის ნიმუში გამოცდის ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ იხილონ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2465 იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყნებში სწავლობენ და საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება, გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლიდან ატარებს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.