საქართველოში შვეიცარიის საელჩო ულოცავს საარჩევნო ქცევის კოდექსის ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს და მოუწოდებს დანარჩენ პარტიებს, ხელი მოაწერონ აღნიშნულ კოდექსს
საქართველოში შვეიცარიის საელჩო ულოცავს საარჩევნო ქცევის კოდექსის ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს და მოუწოდებს დანარჩენ პარტიებს, ხელი მოაწერონ აღნიშნულ კოდექსს

საქართველოში შვეიცარიის საელჩო ულოცავს საარჩევნო ქცევის კოდექსის ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს და მოუწოდებს დანარჩენ პარტიებს, ხელი მოაწერონ აღნიშნულ კოდექსს, რომელიც შემუშავდა შვეიცარიის საელჩოსა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მხარდაჭერით თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„ჩვენ მოვუწოდებთ პარტიებს, დაიცვან ქცევის კოდექსის პირობები ურთიერთპატივისცემის, მრავალფეროვნებისა და კონსტრუქციული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.

შვეიცარია ამაყობს პოლიტიკურ დიალოგში ჩართულობით და საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაში წვლილის შეტანით, რაც მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერისა და კონფლიქტების პრევენციის სტრატეგიის ნაწილია“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიმუშავა.