საქართველოში შვედეთი ერთი აუცრელით მოდის - სვანბერგს ვაქცინაციის გადადება „ბოლონიამ“ ურჩია #1TVSPORT
საქართველოში შვედეთი ერთი აუცრელით მოდის - სვანბერგს ვაქცინაციის გადადება „ბოლონიამ“ ურჩია #1TVSPORT

საქართველოსა და შვედეთის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრამდე შვედურმა გამოცემა „აფტონბლადეტმა“ შვედეთის ნაკრების ფეხბურთელზე ისაუბრა. წყაროს ცნობით, ნახევარმცველი მათიას სვანბერგი შვედეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც კორონავირუსზე აცრილი არაა.

მატიას სვანბერგი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დროს დაავადდა და ჩემპიონატის პირველი მატჩები გამოტოვა, ამბობს, რომ აცრის გადადება იტალიურმა „ბოლონიამ“ ურჩია.

„ზაფხულში კორონავირუსი გადავიტანე და კლუბის ექიმმა მითხრა, რომ აცრას გამოჯანმრთელებიდან 5-6 თვე უნდა დაველოდო, ახლა კი ანტისხეულები მიცავს. მე კლუბის ექიმის რჩევებს ვუსმენ“.

„ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა, ყველა ფეხბურთელი აცრილი ყოფილიყო. თუმცა, ამავდროულად, ეს ინდივიდუალური არჩევანია და ფეხბურთელებს იმის მიხედვით ვერ შევარჩევ, ვაქცინირებულია თუ არა“, – ეს უკვე შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა განაცხადა.