საქართველოში შარშან დაბადებული ბავშვებიდან ერთი ოჯახში მე-12, ორი კი მე-11 იყო
საქართველოში შარშან დაბადებული ბავშვებიდან ერთი ოჯახში მე-12, ორი კი მე-11 იყო

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მრავალშვილიანი ოჯახების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ შარშან საქართველოში 51 138 ბავშვი დაიბადა. მათგან რიგითობის მიხედვით ოჯახში პირველი 19 362 ბავშვი იყო, მეორე – 19 411.

რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, 2018 წელს დაბადებულთაგან 9 291 ოჯახში რიგით მესამე იყო, 2 073 – რიგით მეოთხე. 460 ოჯახში შარშან რიგით მეხუთე ბავშვი დაიბადა, 145 ოჯახში – რიგით მეექვსე.

რიგითობის მიხედვით მე-7 ბავშვი 2018 წელს 71 ოჯახში დაიბადა, მე-8 – 25 ოჯახში, მე-9 – 10 ოჯახში, მე-10- 4 ოჯახში, მე-11 – ორში, მე-12 – ერთში.

საქსტატს არ აქვს მონაცემები შარშან დაბადებული 183 ბავშვის რიგითობაზე.