საქართველოში შარშან 560 მილიონით ნაკლები მოკლე ტექსტური შეტყობინება გაიგზავნა
საქართველოში შარშან 560 მილიონით ნაკლები მოკლე ტექსტური შეტყობინება გაიგზავნა

საქართველოში მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) პოპულარობა ყოველ წელს მცირდება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2018 წელს 3,54 მილიარდი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაიგზავნა. შედარებისთვის, 2017 წელს მაჩვენებელი 4,1 მილიარდს, 2016 წელს კი, 4,9 მილიარდს შეადგენდა.

საქართველოსა და მსოფლიოში სატელეფონო მოკლე ტექსტური შეტყობინებების ნაცვლად, მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ახალ ინტერნეტსერვისებს იყენებენ.