საქართველოში შარლ მიშელის მორიგი ვიზიტი იგეგმება
საქართველოში შარლ მიშელის მორიგი ვიზიტი იგეგმება

საქართველოს მორიგი ოფიციალური ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა.

როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ვიზიტი სავარუდოდ, 19 ივლისისთვის არის დაგეგმილი.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მმართველი გუნდი მიაწვდის სრულ ინფორმაციას 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებსა და იმ რეაგირებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებას ძალადობის ფაქტებზე აქვს.

„ვიზიტი დაგეგმილია და როგორც ვიცი, 19 თუ 18 ივლისს აპირებს ჩამოსვლას.

5 ივლისთან დაკავშირებით უშუალოდ შარლ მიშელსაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა. მივაწვდით ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის იმაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს უკვე მას შემდეგ, რაც სამწუხაროდ ეს ძალადობა უკვე იყო ჩადენილი. საუბარია შემდგომ რეაგირებებზე, კონკრეტულ დაკავებებსა და გამოძიებებზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. ამაზე, შარლ მიშელსაც, ისევე როგორც სხვა პარტნიორებს, მივაწვდით სრულ ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.