საქართველოში სეზონური გრიპის ვირუსი დაფიქსირდა
საქართველოში სეზონური გრიპის ვირუსი დაფიქსირდა

საქართველოში სეზონური გრიპის ვირუსი გამოჩნდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასულ კვირაში „ბე“ ტიპის ვირუსი მიმდინარე სეზონზე პირველად დაფიქსირდა. „ა“ ტიპის ვირუსის ცირკულირება კი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

გუშინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობითაა და ყველას შეუძლია აიცრას. მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესში ყველანაირი ბარიერი მოიხსნა. გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში გრიპის ვაქცინის 65 ათასამდე დოზაა.

„გთხოვთ, ისარგებლეთ იმ შემოთავაზებით, რაც სახელმწიფომ გააკეთა. წელს 235 ათასი დოზა სახელმწიფომ იყიდა და ავიცრათ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორსულ ქალბატონებს, მათთვის მთელ სეზონზე იქნება დოზების გარკვეული რაოდენობა შენახული. სასურველია, ყველა ორსული აცრილი იყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.