საქართველოში საწვავი საშუალოდ 5-7 თეთრით გაიაფდა
საქართველოში საწვავი საშუალოდ 5-7 თეთრით გაიაფდა

ბოლო დღეებში საწვავი საშუალოდ 5-7 თეთრით გაიაფდა. ბენზინისა და დიზელის ღირებულება ნავთობპროდუქტების თითქმის ყველა კომპანიამ შეამცირა.

მაგალითად, „რომპეტროლის“ ქსელში ერთი ლიტრი ევრო რეგულარის ფასი 2.56 ლარი იყო, დღეს კი 2.49 ლარია. „ვისოლის“ ქსელში ევრო რეგულარის ფასი 2.54-დან 2.49-მდე შემცირდა. „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებში კი, ევრო რეგულარის ღირებულებამ 2.36-დან 2.29 ლარამდე დაიკლო.

საწვავის გაიაფება საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაიაფებას უკავშირდება.