საქართველოში საპენსიო რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი იწყება
საქართველოში საპენსიო რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი იწყება

საქართველოში 2019 წლის იანვრიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საფრანგეთის განვითარების სააგენტო და „ექსპერტიზ ფრანსი“ ქვეყანაში საპენსიო რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტს იწყებენ.

ტექნიკური მხარდაჭერის პროექტს საფრანგეთს განვითარების სააგენტო (AFD) 500 000 ევროთი დააფინანსებს, ხოლო „ექსპერტიზ ფრანსი“ ორი წლის განმავლობაში განახორციელებს.

ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი საპენსიო სააგენტოს სხვადასხვა საკითხებში გაუწევს დახმარებას: სააგენტოს საორგანიზაციო საკითხები (სააგენტოს პერსონალის აყვანა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემის შემუშავება, იურიდიული და ინსტიტუციონალური დახმარება); პერსონალის შესაძლებლობების გაზრდა საინფორმაციო სისტემების, რისკების მართვის, საინვესტიციო პოლიტიკის საკითხებში.

საფრანგეთს განვითარების სააგენტო აერთიანებს ფრანგულ (ხანდაზმულობის დაზღვევის ეროვნული სალარო, თვითდასაქმებულთა სოციალური დაცვის ეროვნული სალარო, საპენსიო სარეზერვო ფონდი) და ევროპულ (ჯანდაცვის სექტორში სხვადასხვა ევროპული სააგენტოების ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი, ლიტვის სოციალური დაცვის ეროვნული სალაროს ექსპერტი) საჯარო გამოცდილებას პენსიისა და სოციალური დაცვის საკითხებში.