საქართველოში სამ თვეში 1428 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან 54 სიმთვრალით იყო გამოწვეული 
საქართველოში სამ თვეში 1428 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან 54 სიმთვრალით იყო გამოწვეული 

ქვეყნის მასშტაბით, 2018 წლის პირველ კვარტალში ავტოავარიებს 107 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სტურუამ განაცხადა.

მისივე თქმით, 2018 წლის სამ თვეში 1428 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და აქედან 54 სიმთვრალით იყო  გამოწვეული.

ლელა სტურუას განმარტებით, გასულ წლებში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების დროს გარდაცვლილთა შორის, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ემსხვერპლა  9-12%.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლის მეტად გამკაცრებას მოუწოდებს. ასევე საუბარია აღნიშნული მიმართულებით განათლების სამინისტროს ჩართულობის აუცილებლობაზე, რათა სკოლებში დაიწყოს საინფორმაციო კამპანიები, რამდენად სარისკოა ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა.