საქართველოში სახანძრო აქსესუარების მწარმოებელი პირველი კომპანია გაფართოვდება
საქართველოში სახანძრო აქსესუარების მწარმოებელი პირველი კომპანია გაფართოვდება

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი კომპანია, შპს „ელ+“ გაფართოვდება.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კომპანია უახლესი ტექნოლოგიის დანადგარების შეძენას გეგმავს, რაც მას საშუალებას მისცემს, ქვეყანაში პირველი ადგილობრივი ცეცხლმაქრების, სახანძრო კარის, სახანძრო კარადებისა და ზოგადად, მეტალის ავეჯის მწარმოებელი გახდეს.

კომპანია 2019 წლის გაზაფხულზე ამოქმედდება და პირველ ეტაპზე 25 ადამიანს დაასაქმებს. ამასთანავე, აღნიშნული საწარმო საკუთარი პროდუქციით ადგილობრივი ბაზრის გარდა, მეზობელი ქვეყნების მომარაგებასაც გეგმავს.

„ელ+“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 900 000 ლარს შეადგენს.