საქართველოში საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ ენაზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება
საქართველოში საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ ენაზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური კატეგორიულად უარყოფს სოციალურ ქსელსა და რამდენიმე ვებგვერდზე ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ხვალიდან უქმდება.

როგორც 1tv.ge-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ეს არის მორიგი დეზინფორმაცია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 21 აპრილის ჩათვლით. მივმართავთ საზოგადოებას, არ აყვნენ ე.წ ფეიკნიუსებს, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ და მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“,- აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.