საქართველოში საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას ვიზიტი დაიწყო
საქართველოში საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას ვიზიტი დაიწყო

საქართველოს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ეწვია. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შემდეგ ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში.