საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აჭარას სტუმრობს
საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აჭარას სტუმრობს

საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიეგო კოლასი აჭარას სტუმრობს.

დიპლომატს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის კულტურულ-ისტორიული ღირშესანიშნაობები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

„აჭარაში ვმასპინძლობთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიეგო კოლასს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები კარგად იცნობდნენ ჩვენს რეგიონს, მის ტურისტულ პოტენციალს. ვუერთდებით კამპანიას – „იმოგზაურე საქართველოსთვის“, რომელიც შიდა ტურიზმის სტიმულირებას ისახავს მიზნად. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ, მაქსიმალურად უსაფრთხოდ წარვმართოთ მიმდინარე ტურისტული სეზონი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ საფრანგეთის ელჩთან შეხვედრისას.

საფრანგეთის ელჩმა დაათვალიერა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, პეტრას და გონიო-აფსაროსის ციხე, ბათუმის ბულვარი, რომელიც უკავშირდება მე-19 საუკუნის ცნობილი ფრანგი მებაღის, მიშელ დალფონსის ბათუმში საქმიანობას.