საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით იანვარ-აგვისტოში რუსეთი ლიდერობს
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით იანვარ-აგვისტოში რუსეთი ლიდერობს

საქართველოში რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ივლისი-აგვისტოში შემცირდა. ამის მიუხედავად, რვა თვის მონაცემებით, ვიზიტების რაოდენობით ლიდერობას სწორედ რუსეთი ინარჩუნებს. ამ ქვეყნიდან ვიზიტების ზრდა, 2018 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, 14.6 პროცენტს შეადგენს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, აგვისტოში რუსეთიდან 207 899 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8.5 პროცენტით ნაკლებია. რუსეთიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 148 298 შეადგინა (კლება 17 პროცენტი).

ივლისში კი რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 159 063 იყო, რაც 2018 წლის ივლისზე 6.4 პროცენტით ნაკლებია.

2019 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოში 6 320 516 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2 პროცენტით მეტია.

დატოვე კომენტარი