საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი დაფუძნდება 
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი დაფუძნდება 

20 დეკემბერს პარიზში ხელი მოეწერება საერთაშორისო არბიტრაჟთან ძალიან მნიშნელოვანი ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც, საქართველოში დაფუძნდება საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ფაქტობრივად, ევროპაში იქნება მეორე ქვეყანა, რომელიც მსგავსი ტიპის სერვისს შესთავაზებს ბიზნესს და ზოგადად წაახალისებს ეკონომიკურ აქტივობას.

„ეს არის ყველაზე მაღალი თამასა, რომელიც კი არსებობს ზოგადად არბიტრაჟის მიმართულებით. ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ქვეყნის კიდევ უფრო ეფექტური ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, რომ საქართველომ შეძლოს, ერთობლივად გავხდეთ რეგიონული, ფინანსური ცენტრი. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რომ ძალიან მნიშვნელოვან მიზანს მივაღწიოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.