საქართველოში საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 31 აგვისტოს ჩათვლით გახანგრძლივდა, გამონაკლისს მიუნხენი, პარიზი და რიგა წარმოადგენს

12:20, 22.07.2020

საქართველოში საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით მოქმედებს.

ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი, პარიზი, რიგა.

მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება; ხოლო პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე – 8 აგვისტოდან.

მსგავსი