საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 101 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 101 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი, 2019 წლის მაისის მონაცემებით, 281 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზრდა 14.2 პროცენტია, რაც 35 მილიონი აშშ დოლარით მეტია 2018 წლის მაისის თვესთან შედარებით.

ამასთან, 2019 წლის იანვარ-მაისში შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ამ შემთხვევაში ზრდის მაჩვენებელი 9.8 პროცენტია, რაც 101 მილიონით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს.

დატოვე კომენტარი