საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა იანვარ-ოქტომბერში რვა მილიონს გადააჭარბა
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა იანვარ-ოქტომბერში რვა მილიონს გადააჭარბა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა პირველად რვა მილიონს გადააჭარბა და 8 020 230 შეადგინა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 6.8%-ია.

კერძოდ, საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6 647 866 შეადგინა (ზრდა 6.2%-ია), მათ შორის ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ – 4 429 601 (ზრდა 6%).

დატოვე კომენტარი