საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები 11 თებერვლამდე შენარჩუნდება
საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები 11 თებერვლამდე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი ქარი, ზოგან ძლიერი თოვა, მაღალმთიან რეგიონებში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

სააგენტოს ცნობითვე, 9-11 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად აცივდება.

„კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია, ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.