საქართველოში რამდენიმე წუთის შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში რამდენიმე წუთის შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში რამდენიმე წუთის შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები პირველად თბილისის დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა, ხოლო განმეორებით 20:15 საათზე.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ორივე შემთხვევაში მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდისა და სოფელ სამების მიმდებარედ იყო.

მათივე ცნობით, ბიძგების სიძლიერემ პირველად 3.1 მაგნიტუდა, ხოლო მეორედ სამი მაგნიტუდა შეადგინა.