საქართველოში რამდენიმე წუთის შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში რამდენიმე წუთის შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, რამდენიმე წუთის გამოტოვებით, საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა.

ცენტრის ინფორმაციით, ორივე მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, თბილისის დროით 02:28 საათზე 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა, ხოლო თბილისის დროით 02:37 საათზე – 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.