საქართველოში რამდენიმე წუთის შუალედით ორი მიწისძვრა დაფიქსირდა
საქართველოში რამდენიმე წუთის შუალედით ორი მიწისძვრა დაფიქსირდა

საქართველოში რამდენიმე წუთის შუალედით ორი მიწისძვრა დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ორივე შემთხვევაში ეპიცენტრი სოფელ სამებასთან, ნინოწმინდიდან 24 კილომეტრში იყო.

05:44 საათზე დაფიქსირებული ბიძგების სიძლიერემ 5.1 მაგნიტუდა, ხოლო 05:51 საათზე 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.

რამდენიმე საათით ადრე საქართველოში კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა, რომელთა ეპიცენტრი ასევე სოფელ სამებასთან იყო. 23:42 საათზე დაფიქსირებული ბიძგების სიძლიერე 3.7 მაგნიტუდა, ხოლო 03:19 საათზე 4.1 მაგნიტუდა იყო.