საქართველოში ქალ მოსამართლეთა ასოციაცია დაფუძნდა
საქართველოში ქალ მოსამართლეთა ასოციაცია დაფუძნდა.
ქალ მოსამართლეთა ასოციაციის მიზანი მოსამართლეთა შორის მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების გაცვლა, გენდერულად მგრძნობიარე საკითხების გააქტიურება და სასამართლო სისტემის მიმართ მოსახლეობის ნდობის ამაღლებაა. ასოციაციაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და მისი წევრები საწევროს არ გადაიხდიან.
ქალ მოსამართლეთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი ასოციაცია მსოფლიოს 52 ქვეყანაში არსებობს. ქართველ ქალ მოსამართლეთა ასოციაციის სამომავლო მიზანია მსოფლიო ქალ მოსამართლეთა ასოციაციის წევრი ორგანიზაცია გახდეს. დღესვე ორგანიზაციის თავმჯდომარე, აღმასრულებელი დირექტორი და გამგეობის წევრები აირჩიეს.
სულ საერთო სასამართლოებში 159 ქალი და 135 კაცი მოსამართლეა.