საქართველოში პოლონეთის საელჩო ნატო-სა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩო ხდება
საქართველოში პოლონეთის საელჩო ნატო-სა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩო ხდება

საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო ნატო-სა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩო ხდება. საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იან წლების დასწყისში დაარსდა, როგორც ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა.

საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი აცხადებს, რომ მათი პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ძალიან მაღალ სოციალური მხარდაჭერას.

„ალიანსის პარტნიორების ასეთი ფორმით მხარდაჭერა მოცემული ქვეყნისთვის განსაკუთრებული ჩართულობის გამომხატველია. ვამაყობ იმით, რომ თბილისში პოლონეთის საელჩოს დაეკისრა ასეთი პრესტიჟული და საპასუხისმგებლო ფუნქცია. წლების განმავლობაში პოლონეთი საქართველოს დიდი და ერთგული მეგობარი იყო და მისი მუდმივი ადვოკატი საერთაშორისო ფორუმებზე, ამიტომაც კმაყოფილი ვართ, რომ მორიგი შესაძლებლობა მოგვეცა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. ვეცდებით, პროექტების განხორციელებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ძალიან მაღალ სოციალური მხარდაჭერას“, – განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა.

ნატო-ს საკონტაქტო საელჩო პრაქტიკული და ხელშემწყობი ორგანოა ნატო-ს ალიანსსა და მესამე ქვეყნებს შორის ორმხრივი კონტაქტებისა და ურთიერთთანამშრომლობის დასამყარებლად. მისი ძირითადი მიზანია საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნების განხორციელება საჯარო დიპლომატიის გამოყენებით. ნატო-ს საკონტაქტო საელჩო არა მხოლოდ მხარს უჭერს მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, არამედ ასევე საქართველოს მოქალაქეებს ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში, რასაც ახორციელებს საინფორმაციო შეხვედრების, პოლიტიკური დისკუსიების, სტუდენტური ვიზიტების და მიმდინარე თემებზე ბრიფინგების ორგანიზებით.