საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ქვემო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრით დაიწყო. ირაკლი კირცხალიამ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, შემდეგ კი სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია და მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გააჟღერა. როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში, საქართველოში სუროგაცია სრულად აიკრძალება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში დაინიციირდება. მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლებას საპატრიარქოსთან აქტიური კომუნიკაცია აქვს.