საქართველოს პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა

22:08, 22.11.2026

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი