საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო ვარშავაში მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო ვარშავაში მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო ვარშავაში მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, საქმეზე გამოძიებას პოლიცია და პროკურატურა აწარმოებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და სამძიმარს ვუცხადებთ ვარშავაში მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახს. საქმეზე გამოძიებას ამჟამად აწარმოებს პოლიცია და პროკურატურა. ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უშუალოდ უნდა დაუკავშირდეთ პოლონეთის საგამოძიებო ორგანოებს ან ვარშავაში საქართველოს საელჩოს“, – ნათქვამია საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს განცხადებაში.