საქართველოში პირველად მესაქონლეობის გამოფენა გაიმართა
საქართველოში პირველად მესაქონლეობის გამოფენა გაიმართა

საქართველოში პირველად მესაქონლეობის გამოფენა გაიმართა.

მისი მიზანი საქართველოში რძის და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობაა.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ადგილობრივი პროდუქცია და მიეღოთ ინფორმაცია მათი მწარმოებლის შესახებ.

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდიც ესწრებოდა.