საქართველოში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება [ფოტო]
საქართველოში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება [ფოტო]

საქართველოში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება. დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები.

მარნეულში სამზადისი დილიდან დაიწყო, გადაკეტილია ცენტრალური გზა, დამონტაჟდა სცენა და ეწყობა თეატრალიზებული წარმოდგენები.

ასევე ადგილზე მოწყობილია სტენდები, სადაც წარმოდგენილია ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრები.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2010 წელს ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკო-ს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო-სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.