საქართველოში ნორვეგიის ელჩი ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
საქართველოში ნორვეგიის ელჩი ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„ნორვეგიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად გამოწვეული ტრაგიკული მსხვერპლის გამო. ჩვენი ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და ახლობლებთან ვართ. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და პატივისცემას გამოვხატავთ სამაშველო ჯგუფებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურების მუშაობის მიმართ“, – ნათქვამია ჰელენ სანდ ანდერესენის მიერ „ტვიტერის“ საშუალებით გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.
🇳🇴Embassy deeply saddened by the tragic loss of life in the Batumi building collapse. Our thoughts are with the families and loved ones of the victims. We wish a speedy recovery to the injured, and express our admiration for the work of rescue teams and first responders. pic.twitter.com/4X46r4yQ3c
— Helene Sand Andresen (@SandAndresen) October 10, 2021