საქართველოში ნორვეგიის ელჩი - 9 აპრილს პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს
საქართველოში ნორვეგიის ელჩი - 9 აპრილს პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს

9 აპრილს პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს, – ამის შესახებ საქართველოში ნორვეგიის ელჩმა, ელენე სანდ ანდრესენმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მშვიდობიანი აქციის დროს, საბჭოთა ჯარებმა 21 ადამიანი მოკლეს და ასობით დაჭრეს. 9 აპრილს პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს“, – აღნიშნა ნორვეგიის ელჩმა საქართველოში.

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.