საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი დაიწყო.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერს დახვდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა, რომლის შემდეგაც რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.