საქართველოში ნავთობის მოპოვება 17 პროცენტით შემცირდა
საქართველოში ნავთობის მოპოვება 17 პროცენტით შემცირდა

საქართველოში ნავთობის მოპოვებამ 2017 წელს 31 994 ტონა შეადგინა.

წინა წელთან შედარებით, მაჩვენებელი დაახლოებით 17 პროცენტითაა შემცირებული.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, ნავთობის მოპოვება 2009 წლის შემდეგ ყოველწლიურად მცირდება.

მოპოვების მაჩვენებლები წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

• 2009 წელი – 53 966 ტონა
• 2010 წელი – 51 441 ტონა
• 2011 წელი – 49 946 ტონა
• 2012 წელი – 48 977 ტონა
• 2013 წელი – 47 863 ტონა
• 2014 წელი – 42 632 ტონა
• 2015 წელი – 40 206 ტონა
• 2016 წელი – 38 557 ტონა
• 2017 წელი – 31 994 ტონა

შედარებისთვის, აზერბაიჯანში დღეში 3-ჯერ მეტ ნავთობს მოიპოვებენ, ვიდრე საქართველოში ერთ წელიწადში.

საქართველოში ამ კუთხით მაქსიმალური მაჩვენებლები მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დაფიქსირდა. მაშინ მოპოვება წელიწადში 3 მილიონ ტონაზე მეტი იყო.