ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ეწვია
ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ულან ნიაზბეკოვი, დელეგაციასთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ეწვია.
შსს-ს ცნობით, დელეგაციის წევრები 112-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე შემოსული შეტყობინებების მართვის პროცესის, ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეოსამეთვალყურეო და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ დანერგილი ელექტრონული მონიტორინგის სისტემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
ულან ნიაზბეკოვი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილის მოწვევით იყოფება.