საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვებისთვის საფეხბურთო დღე გაიმართა #1TVSPORT
საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვებისთვის საფეხბურთო დღე მოეწყო – ინიციატორები საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველოს ოფისი იყვნენ.
პროექტის „სახალისო საფეხბურთო ღია სკოლების“ ფარგლებში, სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრში გამართულ სახალისო საფეხბურთო აქტივობებში 30-მდე ბავშვი მონაწილეობდა.
მსგავსი საფეხბურთო ვარჯიშები უკრაინელი ბავშვებისთვის, სფფ-ისა და World Vision საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდება.
„სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა“ საერთაშორისო პროექტია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1998 წლიდან ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი ბავშვების საფეხბურთო ცხოვრებაში ჩართვაა. 2019 წლიდან კი, პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.