საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ტემპერატურის კლება
საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ტემპერატურის კლება

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +27, +32, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +26, +28 გრადუსამდე დაიკლებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.

შედარებით გამოიდარებს დღისით, 1-ელ სექტემბერს- ჰაერის ტემპერატურა ორი გრადუსით მოიმატებს. 2 – 3 სექტემბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში სამ სექტემბრამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც.

ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში დღეს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 1 – 3 სექტემბერს შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.