საქართველოში მოქმედ აპლიკაციაზე Stop Covid ფრანგულ გამოცემებში სტატია გამოქვეყნდა
საქართველოში მოქმედ აპლიკაციაზე Stop Covid ფრანგულ გამოცემებში სტატია გამოქვეყნდა

საქართველოში მოქმედ ანტიკორონავირუსულ აპლიკაციაზე Stop Covid სტატია არაერთ ფრანგულ გამოცემაში გამოქვეყნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აპლიკაციებზე ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საფრანგეთში აპლიკაციის გაშვება დაანონსდა.

გამოცემა Zdnet.fr-ის ინფორმაციით, Stop Covid აპლიკაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიქმნა ავსტრიული არასამთავრობო ორგანიზაცია Novid20-თან და კომპანია Dolphin Technologies-თან თანამშრომლობით.

გამოცემის ცნობით, ის იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც ფრანგული აპლიკაცია იმუშავებს – თითოეულ მომხმარებელს ანიჭებს უნიკალურ იდენთიფიკატორს და ინფორმაციას დაშიფრული სახით, ინახავს მათივე მობილურ ტელეფონში. თუმცა გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ფრანგულისგან განსხვავებით, ქართული Stop Covid აპლიკაციის მომხმარებლებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ, როდის და რა ინფორმაცია გასცენ. გამოცემა წერს, რომ ფრანგებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია წესით 11 მაისიდან გახდება ხელმისაწვდომი.

გამოცემა, აპლიკაციასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადების ნაწილსაც აქვეყნებს – „აპლიკაცია არის ძალიან ზუსტი და მარტივი გამოსაყენებლად, იგი დაგვეხმარება გაცილებით უფრო სწრაფი რეაგირების განხორციელებაში. ჩვენ გვსურს, პაციენტების არსებული საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით უზრუნველყოფა და შესაბამისად დაავადებასთან, ყველა არსებული შესაძლებლობებით, ბრძოლა“.

ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.