საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მხარდასაჭერად ევროკავშირის ექსპერტთა მისია ჩამოვა
საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მხარდასაჭერად ევროკავშირის ექსპერტთა მისია ჩამოვა

15-17 იანვარს საქართველოს პოლონელი და ბრიტანელი ექსპერტები ეწვევიან, რომლებიც კანონმდებლებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ყოვლისმომცველი სამართლებრივი საფუძვლის განვითარებაში დაეხმარებიან. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მისი ორგანიზებულია ევროკომისიის ტექნიკური დახმარება და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მიერ საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით.

ექსპერტთა მიზანს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის დახმარება მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ახალი კანონპროექტის შემუშავებაში, რომელიც ნაციონალურ სამართლებრივ სისტემაში ევროკავშირის ძირითად დირექტივებსა და რეგულაციებს დანერგავს.

საბოლოო მიზანია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის გამოცდილებასთან შესაბამისობაში მოყვანა და მომხმარებელთა უფლებების დასაცავად თანამედროვე სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა.

საქართველოში ვიზიტისას ევროპელი ექსპერტები ასევე განიხილავენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების განხორციელების სამართლებრივ საკითხებს.