საქართველოში მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო, სიძლიერემ 5.3 მაგნიტუდა შეადგინა

23:44, 01.05.2022

საქართველოში მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან, უფრო ზუსტად სოფელ ირგანჩაისთან იყო.

ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 5.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ბიძგები 23:35 საათზე დაფიქსირდა.

მსგავსი