საქართველოში მომდევნო დღეებში წვიმიანი ამინდი იქნება
საქართველოში მომდევნო დღეებში წვიმიანი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,3- 4 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. 4 მაისს აგრილდება, ჰაერის ტემპერატურა ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

5-6 მაისს დათბება და სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

თბილისში 3-5 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 6 მაისს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4 მაისს +17, +19 , ხოლო 5-6 მაისს +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.