საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 28 დამკვირვებელი ჩამოვა
საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 28 დამკვირვებელი ჩამოვა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით, მომავალ კვირაში ეუთო-ს საპარლამენტო ასმაბლეის 28 დამკვირვებელი ჩამოვა.

შესაბამისი განცხადებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს.

ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორი და ხელმძღვანელი ალბანელი პარლამენტარი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის მომხსენებელი ელონა გჟებრეა ჰოჯა იქნება.

ის მისიის ხელმძღვანელად ეუთო-ს თავმჯდომარემ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ დანიშნა. მიმდინარე წლის დასაწყისში ჰოჯა ეუთო-ს საპარლამენტი ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციას აზერბაიჯანში ხელმძღვანელობდა.

„ჩვენს პარლამენტარებს არჩევნების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვთ როგორც თავიანთ ქვეყანაში, ისე ეუთო-ს მთელ რეგიონში, რაც საშუალებას გვაძლევს, არჩევნები მიუკერძოებლად შევაფასოთ. ჩვენ ვაფასებთ, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოში ვიზიტისა და არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა მოგვეცა. ჩვენი დამკვირვებლები შეასრულებენ ყველა შესაბამის ინსტრუქციას და მითითებას როგორც ჩვენი, ისე იმ ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვისაც ჩვენ შევხვდებით“, – განაცხადა ელონა გჟებრეა ჰოჯამ.

ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციას უხელმძღვანელებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, ფინელი დეპუტატი პია კაუმა.

„ყველა პარტიას შორის შექმნილი ხანგრძლივი ჩიხის შემდეგ, საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე გაზაფხულზე მიღწეულმა შეთანხმებამ ამ არჩევნებს მნიშვნელოვანი საფუძველი მისცა და მოხარული ვარ, რომ ჩვენი დელეგაცია რეფორმის ფარგლებში ჩატარებულ ამ მნიშვნელოვან აჩევნებზე დაკვირვებას შეძლებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ მიღწევის შემდეგ, ჩვენ შევძლებთ, ვიხილოთ არჩევნების დღე, რომელიც ჩატარდება მშვიდ და მოწესრიგებულ გარემოში, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მანიშნებელი იქნება“, – განაცხადა პია კაუმამ.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო-ს სააპრლამენტო ასამბლეის მისია მჭიდროდ იმუშავებს 27 გრძელვადიან დამკვირვებლებთან, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისისის 13 წევრისგან შემდგარ გუნდთან, რომლებიც უკვე საქართველოში იმყოფებინ, ასევე ევროსაბჭოს სააპრლამენტო ასამბლეისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებთნ.

დამკვირვებლები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთომობენ კამპანიის გარემოს, სამართლებრივ ჩარჩოს, არჩევნების ადმინისტრირებას, საარჩევნო დღის პროცედურებს და მედიის მხრიდან გაშუქებას. წინასწარ დასკვნებთან დაკავშირებით დამკვირვებლები განცხადებას პირველ ნოემბერს, თბილისში პრესკონფერენციაზე გააკეთებენ.

დატოვე კომენტარი