საქართველოში მობილური ტელეფონის ყველაზე პოპულარული ბრენდების სია
საქართველოში მობილური ტელეფონის ყველაზე პოპულარული ბრენდების სია

საქართველოში ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონი Samsung-ია. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

კომისიის მონაცემებით, Samsung-ის მობილური ტელეფონი საქართველოში 1 594 795 მომხმარებელს აქვს, რაც მთლიანი რაოდენობის 30.88 პროცენტია.

პოპულარობით მეორე ადგილზეა Microsoft/Nokia, რომელთა რაოდენობა 976 250-ს შეადგენს, რაც მთლიანო ოდენობის 18.9 პროცენტია.

Apple-ის წარმოებული მობილური ტელეფონებით, კომისიის მონაცემებით, 580 149 მომხმარებელი სარგებლობს (11.23 პროცენტი).
სხვა მწარმოებელთა გადანაწილება კი შემდეგნაირია: HUAWEI 452 377 (8.76 პროცენტი), Lenovo 232 939 (4.51 პროცენტი), TCT 94 694 (1.83 პროცენტი), Sony/Ericsson 94 038 (1.82 პროცენტი), LG 78 533 (1.52 პროცენტი), HTC 62 341 (1.21 პროცენტი), ZTE 25 643 (0.5 პროცენტი), სხვა 973 098 (18.84 პროცენტი).