საქართველოში მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი ოკუპირებულ აფხაზეთში იყო
საქართველოში მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი ოკუპირებულ აფხაზეთში იყო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი ოკუპირებულ აფხაზეთში იყო.

ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

3.7 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისის დროით 11:31 საათზე მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტყვარჩელის ჩრდილოეთით, 31 კმ-ში, სოფელ მარჯვენა პტიშიდან კი, ოთხ კმ-ში იყო.