საქართველოში მიწისძვრა მოხდა

07:32, 08.08.2021

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა დაფიქსირდა დღეს, თბილისის დროით 06:59 საათზე.

სეისმური ცენტრის ინფორმაციით, 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის სიახლოვეს, სოფელ სამებასთან იყო.

მსგავსი