საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 01:23 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის მიმდებარედ, სოფელ სამებასთან იყო.

პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.