საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, რომ საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 03:39 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრა 3.0 მაგნიტუდის (ML) სიდიდის იყო და ეპიცენტრი წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით, 16 კმ-ში, სოფელ მამიშლართან მდებარეობდა.