საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 18:04 საათზე მოხდა და 3.5 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო.

მიწისძვრის ეპიცენტრი ონთან, სოფელ ხარისთვალთან იყო.

დატოვე კომენტარი