საქართველოში მიწისძვრა მოხდა

13:06, 15.06.2020

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.2 მაგნიტუდის ბიძგები თბილისის დროით 12:47 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელი ზემო ხალაწანთან, 16 კმ-ის სიღრმეში იყო.

მსგავსი