საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 11:24 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი, პირველადი ინფორმაციით, ოზურგეთიდან 14 კილომეტრში, სოფელ ხინოსთან იყო.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის მაგნიტუდამ 3.3 (ML) შეადგინა.